
⚠️ პაპილომა ვირუსი გადადის ყველა ტიპის სქესობრივი კონტაქტისას, მათ შორის კანიდან კანზე შეხებითაც.
⚠️ საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-ში სწორედ პაპილომა ვირუსი არის აღმოჩენილი.
⚠️ ვირუსის ზოგიერთი ტიპი იწვევს ანუსის, ქალისა და კაცის სასქესო ორგანოებისა და საყლაპავი მილის სიმსივნეებს.
2006 წლიდან, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე 100 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული, 270 მილიონზე მეტი დოზით.
კვლევების მიხედვით, აცრილთა თითქმის 100%-ს უვითარდება იმუნიტეტი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს.
✅ თავდაპირველად ორკომპონენტიანი ვაქცინა არსებობდა, დღეს კი თანამედროვე ვაქცინა, GARDASIL 9, 9 ტიპის პაპილომა ვირუსისგან გიცავს.
ვაქცინა მაქსიმალურ დაცვას სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე უზრუნველყოფს, ამიტომ საუკეთესო ასაკი აცრისთვის 10-14 წელია.
საქართველოში, 2019 წლიდან, პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია უფასოა!
გოგონები და ქალები – 10-45 წლის ჩათვლით
ბიჭები და მამაკაცები – 10-26 წლის ჩათვლით
ისარგებლე უფასო ვაქცინაციით ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და დაიცავი თავი მომავლის სერიოზული რისკებისგან!
ა ი ც ე რ ი!
