
⚡️ 17 სეზონი, 3150 გადაცემა
⚡️ 77 მლნ. შემოსავალი ყოველწლიურად
⚡️ 82.5 მლნ. მიმდევარი ინსტაგრამზე
⚡️ ამერიკის ყველაზე სასაცილო ადამიანის ტიტული
⚡️ People’s Choice-ის ყველაზე მეტი პრიზი
⚡️ თავისუფლების მედალი
⚡️ 4 გამოცემული წიგნი
⚡️ ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანზე
ელენ დეჯენერესი 26 იანვარს 62 წლის გახდა #FemWiki
ყველაფერი პატარა კლუბებსა და ყავის სახლებში იუმორისტული გამოსვლებით დაიწყო, მალე ეკრანებზე გადაინაცვლა და გახდა პირველი ქალი კომიკოსი, რომელიც ჯონი კარსონის ღამის შოუში მთავარ სტუმრად მიიწვიეს. ხალხისა და პროდიუსერების დიდი სიმპათიის გამო შოუს სახელი, რომელშიც მონაწილეობდა, “ელენით” ჩანაცვლდა. 1997 წელს მან საჯაროდ გაამხილა თავისი სექსუალური ორიენტაცია, რის გამოც სპონსორებმა შოუს დაფინანსება შეწყვიტეს და შოუ დაიხურა. ტელეწამყვანის დასაქმებას ყველა ერიდებოდა, ტელევიზიებს მისი ორიენტაციის ეშინოდათ.
ამ ამბიდან 3 წლის შემდეგ მაყურებლების ცხოვრებაში ელენ დეჯენერესის შოუთი დაბრუნდა. აუდიტორიასთან ერთად ცეკვით, თამაშით, სიმღერითა და სიცილით, ელენმა უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. სიცილის პარალელურად, ელენი არასოდეს ივიწყებს იმ მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც მსოფლიოში ხდება, მუდმივად ეხმარება სტიქიით დაზარალებულებსა და გაჭირვებულებს, ყოველთვის იცავს ცხოველთა უფლებებს და აქვს საკუთარი ფონდი, რომელიც გორილებისა და სხვა ცხოველების დაცვას ემსახურება.
✨ Be kind to one another
