აღნიშნული ბაზა ლგბტქ+ ადამიანების აღრიცხვისა და თვალყურის დევნისთვის შექმნილი სისტემა იქნება, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებთან ერთად, “საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის” წევრებიც იქნებიან აღრიცხული.

როგორც ცნობილია, რუსეთში სამართალდამცავი ორგანოები ლგბტ+ წარმომადგენლების შესახებ მონაცემებს აგროვებენ გეი კლუბებში რეიდებისა და კლინიკების შემოწმების დროს.

საინფორმაციო გამოშვება “მედუზა”-ს ინფორმაციით, ნადირობა რუს ქვიარებზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის ნოემბერში ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა არარსებული „საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა ლგბტ“. პოლიცია ახორციელებს რეიდებს გეი კლუბებში, ღიად გეები უბნის პოლიციის თანამშრომლებს აღრიცხვაზე აჰყავთ, ხოლო მათი „გამოთვლა“, ვინც თავის ორიენტაციას მალავს, პროვოკაციების საშუალებით ხდება.