
ახალ „კონკიაში“ ფერია ნათლიის როლს ბილი პორტერი შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ასრულებს ფერიის როლს. მთავარ მიზანს წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპების ნგრევა.
ბილი პორტერმა CBS News-თან განაცხადა, რომ მაგიას არ აქვს გენდერი და ეს პერსონაჟიც გენდერნეიტრალურად იქნება წარმოდგენილი. იგი არ წუხს იმ ადამიანებზე, რომლებმაც შეიძლება, ეს ყოველივე გააპროტესტონ და მიაჩნია, რომ ახალი თაობა და ბავშვები ნამდვილად მზად არიან კლასიკური ზღაპრის ამ ვერსიის მისაღებად.
ბილი პორტერი 2019 წელს გახდა პირველი ღიად ჰომოსექსუალი ფერადკანიანი მამაკაცი, რომელმაც მოიგო ემი მთავარი როლისთვის და ასევე ხშირად ცდილობს, რომ გენდერულ სტერეოტიპებს შეებრძოლოს.
