ბახმაროში, კომპანია “ორბის” მანქანა უკვე გამოჩნდა. საზოგადოებისა და ადგილობრივი მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, სამშენებლო ადგილას ლურჯი ჯიხური ჩაიდგა.

ბახმაროს ჩაბეტონებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. დეველოპერულ კომპანია “ორბს” კურორტზე კორპუსების მშენებლობა აქვს დაგეგმილი. სახელმწიფომ კომპანიას 4,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.

ბახმაროს, სადაც პატარა, ფერადსახურავიანი სახლებია, 300 000 ადამიანზე გათვლილი მინის კონსტრუქცია დაემატება, რომელიც არცერთი პარამეტრით არ ითვალისწინებს ადგილის განწყობას, ხოლო შენობის არქიტექტურა ოდნავაც კი არ არის თანხვედრაში ბახმაროში საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ არქიტექტურასთან.

პროექტის მხარდამჭერია New Democracy Fund.