ბევრისთვის ყველა დროის უდიდეს ჯაზ ვოკალისტს, ბილი ჰოლიდეის, საშინელი და რთული ცხოვრება ჰქონდა. მისი სიმღერები ემოციურად ღრმაა და საუბრობს როგორც რთულ დროსა და უსამართლობაზე, ასევე ტრიუმფზე. #FemWiki

დაიბადა 1915 წელს, მისი რეალური სახელი ელეონორა ფაგანია. ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, რის გამოც სკოლა მეხუთე კლასში დატოვა და ერთ-ერთ ბორდელში კურიერად მუშაობდა. თორმეტი წლის ასაკში დედასთან ერთად გადავიდა ჰარლემში, სადაც საბოლოოდ დააპატიმრეს პროსტიტუციისთვის. ჰარლემის ერთ-ერთ დაწესებულებაში მოცეკვავედ ეძებდა სამსახურს, თუმცა მომღერლად გაიარა ტესტირება, რითიც მოხიბლა მფლობელი და 1933 წელს პირველი სიმღერა ჩაწერა. მხოლოდ 20 წლის იყო, როდესაც ჯონ ჰამონდმა დაასახელა უდიდეს მომღერლად მათ შორის, ვინც კი იქამდე მოესმინა. ბლუზის მისმა ვოკალურმა სტილმა ნელი და უხეში ხარისხი მოუტანა ჯაზის სტანდარტებს, რომლებიც ხშირად მსუბუქი იყო.

ჰამონდის მხარდაჭერით, ჰოლიდეიმ 1930 -იანი წლების დიდი ნაწილი გაატარა ჯაზის დიდ მუსიკოსებთან ერთად, მათ შორის იყო ბენი გუდმენი, ტედი უილსონი, დიუკ ელინგტონი, ბენ ვებსტერი და რაც მთავარია საქსოფონისტი ლესტერ იანგი. ლესტერ იანგმა მას „Lady Day” უწოდა.

1939 წელს ბილი ჰოლიდეიმ სიმღერით “Strange Fruit” იპოვა თავისი ნამდვილი აუდიტორია, ეს სიმღერა ეძღვნებოდა ფერადკანიანების ლინჩის წესით გასამართლებას და რასიზმს გმობდა. რასობრივი თავდასხმების გამო 1940-იანი წლების დიდი ნაწილი ნიუ-იორკში გაატარა. პოპულარობის ზრდის მიუხედავად, პირადი ცხოვრება საკმაოდ რთული ჰქონდა და ასევე ანაზღაურების უმეტესი ნაწილი მის ნარკომანიაზე დამოკიდებულებას მოხმარდა.

1940 -იანი წლების ბოლოს, დედის გარდაცვალების შემდეგ, ჰოლიდეის ჰეროინზე დამოკიდებულება იმდენად გაუარესდა, რომ იგი არაერთხელ დააპატიმრეს. შემდეგ ალკოჰოლის გამო თავის ხმაზე კონტროლი დაკარგა. 1959 წელს ლესტერ იანგის გარდაცვალების შემდეგ, თავადაც 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სიცოცხლის განმავლობაში იგი ებრძოდა რასიზმს და სექსიზმს და დიდი პირადი სირთულეების პირისპირ გაიმარჯვა ღრმა მხატვრული სულისკვეთებით.

ტექსტის ავტორია Tako Ghvinjilia