
ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ახალბედა ახალგაზრდა დედების 80% ამბობს, რომ ერთხელ მაინც გამხდარა სხვა ადამიანების მხრიდან დამუნათებისა და ბულინგის მსხვერპლი. მათ აკრიტიკებენ ბავშვის შესახებ მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილების გამო. დისციპლინა, კვებისა და ძილის რეჟიმი – კრიტიკის ყველაზე გავრცელებული თემებია. ამ დედების თითქმის უმეტესობა ცდილობს, თავი აარიდოს მათ, ვინც აკრიტიკებს (მათ შორის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, სხვა დედებს) ეს თვითიზოლაცია კი, რა თქმა უნდა, დამატებით პრობლემას უქმნის დედის ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას.
უამრავი მოსაზრება და მეთოდი არსებობს, როგორ აღვზარდოთ ბავშვი, ჩავაცვათ თუ არა იმაზე მეტი ტანსაცმელი, ვიდრე საჭიროა, დავაძალოთ თუ არა საჭმლის ჭამა, ვაყურებინოთ თუ არა ვიდეოები ძილის წინ ან ჭამის დროს, ვკვებოთ თუ არა ძუძუთი და რა ფორმით, ან სად – ყველას თავისი მოსაზრება და შეხედულება აქვს, თუმცა პირადი არჩევანის გამო სხვების დამუნათება, რა თქმა უნდა, არასწორია. ბევრ განმარტებას მოისმენთ, თუ რას ნიშნავს კარგი დედა, მაგრამ დღის ბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ სხვები. ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რა არის თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის უკეთესი. დააკვირდით მის ქცევებს, ხასიათს, ისწავლეთ, რა მოსწონს ან არ მოსწონს, მიჰყევით მის საჭიროებებს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არც ერთი დედა (და ზოგადად ადამიანი) არ არის სრულყოფილი, ამიტომ ნუ დაუსახავთ საკუთარ თავს არარეალურ მოლოდინებს.
ფოტო: Chelsi White Photography
