
გადაუდებელი კონტრაცეფციის არც ერთი მეთოდი არ ახდენს ზემოქმედებას უკვე დამდგარ ორსულობაზე და არ იწვევს თვითნებით აბორტს, უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შემთხვევაში წამალი აღარ მოქმედებს.
გადაუდებელი კონტრაცეფცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, თუმცა მკაცრად უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ ტიპის კონტრაცეფცია არ გამოიყენება რეგულარული ხმარებისათვის. ამ მეთოდის გახშირებული საჭიროებისას, აუცილებელია ადამიანს სწორად შეერჩეს გეგმიური კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდი.
