
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი მიზანი მშობიარე ქალების სოციალურ-ეკონომიკური ნიშნით სამედიცინო პერსონალის მხრიდან დისკრიმინაციის შესწავლა იყო, გამოვლინდა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა ხშირად დაკავშირებული იყო ქალების სოციალურ და ფინანსურ მდგომარეობასთან. ქალების თქმით, სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება — ყურადღება, ზრუნვა და მომსახურების ხარისხი — პირდაპირ იყო კავშირში იმასთან, თუ რამდენად შეეძლო პაციენტს დამატებითი თანხის გადახდა.
ღირსეული სამეანო მომსახურება ადამიანის უფლებაა. ყველა ქალს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან ჯანდაცვაზე ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
წყარო: სამეანო მომსახურების მიწოდებისას Ძალადობის კვლევა საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA: georgia.unfpa.org/ka/publications/ObstetricViolence
