გაზაფხულის წვეულებებით აშრიალებულებმა გადავწყვიტეთ, რომ GrlzWave-ური შეკრების დროც მოვიდა!
ჰოდა მოდით 28-ში, დღის წვეულებაზე, Love bar-ში, ერთად ვიზეიმოთ გენდერული თანასწორობის მიღწევისკენ გადადგმული კუს ნაბიჯები.

რა დაგხვდებათ:

2:00 – ღია მიკროფონი (ანუ Open mic), სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გამოსვლა და თავისი გულის ნადების გაზიარება. თემა თავისუფალია, ვლაპარაკობთ რაზეც გვინდა და რამდენი ხანიც გვინდა

*კარგი იქნება თუ ვინც წინასწარ მოგვწერთ, ვინც იცით, რომ გამოსვლა გესიამოვნებათ, მაგრამ თუ იქვე, წინასწარი დაგეგმვის გარეშე, მოგაწვებათ სათქმელი, მაგაზეც არ გაწყენინებთ.

4:00 – ვინილების სელექცია GrlzWave-ის ქალებისგან, ანუ ბევრი კარგი მუსიკა და ცეკვა

ასევე დაგახვედრებთ ჩვენს ფერად სტიკერებს, პოსტერებს, ბლოკნოტებს და მაისურებს

კიიდევ ბევრ მზეს და ჩახუტებას

მოდითმოდითმოდით