გაიცანით ხელოვანი, ილუსტრატორი – ლიკა მღებრიშვილი
“Likurieveryday არის ჩემი დღიური, სადაც შეძლებისდაგვარად ვცდილობ, გადმოვცე ყოველდღიური პრობლემები, პატარ-პატარა ბედნიერი მომენტები და ჩემსა და დანარჩენი გოგოების გარშემო მიმდინარე მოვლენები ილუსტრაციების სახით.
ბავშვობიდან დღიურში წერას ყოველთვის პატარა ჩანახატების გაკეთება მერჩივნა, ჩემი მეგობრების და შეყვარებულის გამხნევების იდეით შეიქმნა ეს გვერდიც, რომელიც მეხმარება ბედნიერების და ხანდახან სევდის გამოხატვაში.”





