“გვახსოვს, ვბრაზობთ და არ ვემორჩილებით.”

1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთიანი ძალისხმევით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი რუსული კანონი ჩავაგდეთ.

29 მარტს კი ერთი წელი შეუსრულდება ლაზარეს დაპატიმრებას – ადამიანის, რომელიც ამოიღეს მიზანში სახედ იმისა, რისი ხატის შექმნაც უნდათ სამოქალაქო საზოგადოებისგან.

ლაზარეს ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ბრალად სდებენ სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის” სროლას. შედეგად, სანამ ჩვენ თავისუფლებით, მზიანი ამინდებით, სახალისო გადაცემებით, ვარჯიშითა და ახალი ჰობების ათვისებით ვირთობთ თავს, ჩვენი 22 წლის თანამებრძოლი ციხეშია გამოკეტილი.

პრო-სახელისუფლებო მედიები ინტენსიურად ეწევიან თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას. პროცესი წლებია უკვე მიმდინარეობს, წინა საარჩევნოდ კი მოლოდინი გვაქვს, რომ მდგომარეობა კიდევ და კიდევ უფრო დამძიმდება.

არ შეგეშინდეს, აუცილებლად დაგიძახებენ უცხოეთის აგენტს, პროპაგანდისტს, ორიენტაცია არეულს, მოღალატეს – ყველა ანტი-სახალხო ხელისუფლების მესიჯბოქსი ერთნაირია: ბელორუსიაშიც, უნგრეთშიც, რუსეთშიც და საქართველოშიც.

მთავარია, იცოდე, რომ აქ ვართ, მყარად ვდგავართ და არანაირი წინააღმდეგობა არ გვაშინებს – ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში სამართალი საბოლოოდ მაინც შეჭამს პურს.

https://fb.watch/qI4G6jHOhR/

Video is produced with the support of the Civil Society Foundation, New Democracy Fund and Women’s Fund in Georgia. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundations. Therefore, the Civil Society Foundation, New Democracy Fund, and Women’s Fund in Georgia are not responsible for the content herein.