გვესმის, რომ ფოიერვერკებით შექმნილი სანახაობა ლამაზია, მაგრამ დიდი ზიანის მომტანია, ამიტომ ეცადეთ არ გამოიყენოთ სხვადასხვა ასაფეთქებელი საშუალებები:
1. იგი ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მაგ: აშშ-ში 2018 წლის მონაცემებით 9100 ადამიანი დაშავდა, ხოლო 5 გარდაიცვალა. 2020 წლისთის კი დაშავებულთა რაოდენობა 15 600-მდე გაიზარდა.
2. აბინძურებს ჰაერს და ამ დროს გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები, საბოლოოდ, ისევ ჩვენ გვიბრუნდება.
3. განსაკუთრებით საზიანოა ცხოველებისა და ფრინველებისთვის, რადგან არაერთი მათგანი იღუპება პიროტექნიკით, ზოგი ძალიან ისტრესება და აშინებს ხმაური, რადგან ადამიანებისგან განსხვავებით ძაღლები დაახლოებით სამჯერ მძაფრად აღიქვამენ ბგერებს.

რამდენიმე წუთიანი სილამაზე მასშტაბურ და გრძელვადიან პრობლემებს იწვევს, ამიტომ უმჯობესია მის გარეშე აღვნიშნოთ ახალი წელი.