“დაახლოებით 11 წლის ვიყავი, ჩემი მეგობრის აგარაკზე ვისვენებდი მის მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად.
ეზოში ვთამაშობდით, ჩემი მეგობარი სახლში შევიდა. დიდიხანი რომ არ დაბრუნდა, მეც შევედი. სახლში ბაბუამისი დამხვდა, ვკითხე, სად იყო ჩემი მეგობარი და მითხრა, რომ დავლოდებოდი მასთან ერთად. უცებ ხელით შეხება და მოფერება დამიწყო. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ არა იმდენად პატარა, რომ ვერ მივმხდარიყავი – ეს ყველაფერი ბაბუა-შვილიშვილური მოფერება სულაც არ იყო. ოთახიდან გამოვიქეცი შეშინებული და დაბნეული.

არ ვიცოდი, რა დამემართა, მაგრამ რაც ზუსტად ვიცოდი ის იყო, რომ სახლში მინდოდა წასვლა, თუმცა დედასთვის ახსნა მომიწევდა, ამიტომ დავრჩი.

დილით ამ ადამიანთან ერთად ვსაუზმობდი და წარმოვიდგენდი, როგორ ვასხავდი ცხელ ჩაის ხელზს. აქამდე მსგავსი ფიქრები არასდროს მქონია არავის მიმართ, მაგრამ მინდოდა მასაც ისე სტკენოდა, როგორც მე.

სახლში ვერაფერი ვთქვი, პატარა ვიყავი. მეგონა, არ დამიჯერებდნენ, ან რა უნდა მეთქვა. ერთი წელი ყოველ ღამე ამაზე ვფიქრობდი, ბოლოს საკუთარ თავს დავაჯერე, რომ სიზმარი იყო და არაფერი მომხდარა, რომ ეს ტკივილი და პასუხგაუცემელი კითხვები დამავიწყდებოდა.

აუცილებელია ვისაუბროთ ამ თემაზე საჯაროდ და რაც მთავარია, ჩვენს შვილებთან. აცულებელია ყველას მივაწვდინოთ ხმა და ვაგრძნობინოთ, რომ მარტო არ არიან და არ დაინტანჯონ თავი ბრალდებებით და თვითგვემით.

არავის, არცერთ შემთხვევაში არ აქვს უფლება, თქვენი ნებართვის გარეშე შეგეხოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა გეცვათ, რამდენი დალიეთ, მოძალადეს არაფერი ამართლებს, ნუ გამოძებნით მიზეზებს.

არ ეძებოთ დამნაშავე საკუთარ თავში, მოძებნეთ ძალა, რომ ამ უსამართლობას ყველგან და ყოველთვის ებრძოლოთ.”

მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა. შენი ისტორიის გაზიარება შეგიძლია აქ: https://docs.google.com/…/1FAIpQLSc5TV6B9Dl…/viewform…
ფორმაზე გადასვლისას გუგლმა შეიძლება მოგთხოვთ სისტემაში შესვლა, თუმცა ეგ არის გუგლის მოთხოვნა და ავტორის ვინაობა ჩვენთვისაც უცნობი რჩება.

საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ. მოქმედების დროა!

#GrlzWave_Storiesworthsharing

Illustration by Salome Jokhadze

პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ (Embassy of the Netherlands in Georgia). გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას