
„დაახლოებით 9-10 წლის რომ ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ერთად გარეთ ვთამაშობდი. ჩემს სახლთან ახლოს ჩიხია, იქ ხშირად მივდიოდით ხოლმე. იმ ჩიხში მოხუცი ბაბუა ცხოვრობდა და ვგრძნობდი, უცნაურად მიყურებდა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რას ნიშნავდა ეს. დახუჭობანას თამაშის დროს, მოხუცმა მითხრა, ჩემს ეზოში შემოდი, დაგმალავო. შევყევი, მაისურის ქვეშ ხელი ჩამიყო და ჩემს მკერდს თამაში დაუწყო. იმ დროს მეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ყურადღება არ მივაქციე. ეს ხდებოდა სისტემატურად. საკუთარ თავს ვისულელებდი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეს ამბავი ნათესავთან წამომცდა. გამარფთხილა, არ გავკარებოდი მას და მამაჩემისთვის ეს ამბავი არ მომეყოლა. მეც ასე მოვიქეცი და დღემდე ასე ვაგრძელებ. არა იმიტომ, რომ მან ასე მითხრა, უბრალოდ მრცხვენია საკუთარი თავის. ეს როგორ ვუთხრა ოჯახის წევრს?
P.S. ალბათ, საკუთარი თავის გარდა ვერავინ და ვერაფერი გვიშველის”.
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა. შენი ისტორიის გაზიარება შეგიძლია აქ: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc5TV6B9DlSt2VweXntueA_2riywZlKYSBYuGfSiciEW6_JpQ/viewform?usp=sf_link
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗მოქმედების დროა ❗
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ (Embassy of the Netherlands in Georgia). გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.
