დაისაჯოს 5 ივლისის მოვლენებში მონაწილე ყველა მოძალადე და მკვლელი ❗️

დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ღიად მოუწოდებდა საზოგადოებას ძალადობისკენ ❗️

დაისაჯონ სასულიერო პირები, რომლებმაც დააორგანიზეს მედიისა და LGBTQ+ თემის დევნა და ღმერთის სახელით სასტიკად სცემეს ადამიანები ❗️

დაისაჯოს ალტ-ინფო, ფალავანდიშვილები და მათი მხარდამჭერი სხვა ძალადობრივი ჯგუფები ❗️

პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ, რომელმაც ხელი შეუწყო ჰომოფობიური და ტრანსფობიური განცხადებებით საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას და გამიზნულად არ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები❗️

ამ დიდი ტრაგედიის დროს უნდა გავერთიანდეთ და საბოლოოდ დავუპირისპირდეთ სისტემას, რომელიც არავის ინდობს ❗️

#ლექსოსთვის

GrlzWave ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, მის კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ საპატრიარქოს, ალტ-ინფოს და სხვა ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიისა და ქვიარ ადამიანების ორგანიზებული დევნის დროს ლექსო ლაშქარავას სასტიკად სცემეს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს.