დატყვევებული მდინარე და უკუპიურო სიმდიდრე | ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად – GrlzWave-ის დოკუმენტური ფილმი ბალდის კანიონის შესახებ.

2023 წელს, მოსახლეობისგან მალულად და კორუფციული სქემით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ბალდის კანიონი 40 წლით კერძო მესაკუთრეს გადასცა. საინვესტიციო პროექტის მიხედვით, ბალდის კანიონის კალაპოტში როლერის ატრაქცია უნდა ჩამონტაჟდეს. მოსახლეობას 40 წლით წაერთვა კანიონში თავისუფლად ჩასვლის უფლება.

მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” ერთ წელიწადზე მეტია იბრძვის, რათა კანიონის ბუნება შეუქცევადი ზიანისგან დაიცვას და მდინარე დაუბრუნდეს ხალხს. ამ პერიოდის განმავლობაში მოძრაობამ ბევრი ბრძოლა გადაიტანა – ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირებები, მოძრაობის წევრების დაჭერა, ფიზიკური შეურაცხყოფა… თუმცა, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის. ფილმი სწორედ ამ ადამიანების შესახებ გვიამბობს.

ფილმის ჩვენება გაიმართება GrlzWave-ის ჰაბში, 7 მაისს, 20:00 საათზე. გელოდებით ყველას!

დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები – შეზღუდული. სარეგისტრაციოდ, გთხოვთ, შეავსოთ აღნიშნული ფორმა: https://forms.gle/gq6ef79FkzRrTEMo8

მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შემოსასვლელი.