
დიანა ანფიმიადი არის ქართველი პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი და ენათმეცნიერი.
იგი არის არაერთი სამეცნიერო სტატიის, ნაშრომის, წიგნისა და ლექსების ავტორი, რომელიც უყურადღებოდ არც აქამდე დარჩენილა. კერძოდ, 2008 წელს დიანა გალას კონკურსის ნომინანტი და ასევე პრემია “წეროს” გამარჯვებული გახდა. წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში 2009 წელს მიიღო პრემია საბა. 2018 წელს მისი “წინასწარმეტყველება მურაბით” ავსტრიული კულინარიული წიგნების კონკურსის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
