დღეიდან, შოტლანდიის საჯარო დაწესებულებებში, მენსტრუაციის პროდუქტები – ტამპონები და საფენები – ყველასთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ჰიგიენური საშუალებები ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის სკოლებსა და უნივერსიტეტებში მთელი შოტლანდიის მასშტაბით.

2020 წელს, შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც თავისი მოსახლეობისთვის ქალის ჰიგიენური საშუალებები უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა.