დღეს ანტიდისკრიმინაციული კანონის პირველი მუხლით აკრძალულია შემდეგი ნიშნების მიხედვით დისკრიმინაცია: რასის, კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, ან სხვა ნიშნის მიხედვით.

ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაციის შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, სამსახურში იქნება ეს, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარი ფაქტი, შეგიძლია სამართლებრივად მოითხოვო მორალური ზიანის ანაზღაურება.

დასაქმებულს, შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად სამი ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება შეუძლია: სახალხო დამცველი, სასამართლო, შრომის ინსპექცია.

მასალა შექმნილია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) პროექტის ფარგლებში – “მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ საქართველოში” (BREN), რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის მთავრობის მიერ. მასალაში გაჟღერებული განცხადებები ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს IWPR-ის ან დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოსაზრებებს.