
დღეს ქართველი დრამატურგის, რეჟისორისა და მწერლის, ნინო ხარატიშვილის დაბადების დღეა. ის თანამედროვეობის გამორჩეული და ყველაზე ცნობილი, ქართველი ქალი მწერალია საზღვარგარეთ
ნინო სტუდენტი იყო, თბილისიდან გერმანიაში საცხოვრებლად რომ გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. მისმა 1300-გვერდიანმა რომანმა “მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)” კრიტიკოსებისა და მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა. “შპიგელმა” ეს ნაწარმოები “2014 წლის რომანად” მიიჩნია. 2020 წელს კი წიგნი ბუკერის პრემიაზე წარადგინეს და გერმანიაში წიგნის მაღაზიაში ბესტსელერების ადგილს დღემდე იკავებს.
,,მერვე სიცოცხლე” მუდმივი შთაგონების წყაროა, რომლის კითხვის დროსაც ხვდები, რომ ამის შემდეგ სამყაროს სხვა თვალით შეხედავ, თუმცა საბოლოოდ იაზრებ, რომ კიდევ რვა სიცოცხლე უნდა გაიარო. რვაჯერ დაამთავრო და ისევ თავიდან დაიწყო ცხოვრება. საკუთარ თავს უნდა სძლიო, საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და გასცდე…და მხოლოდ ამის მერე შეიძლება სამყაროს სხვა თვალით დანახვა.
