
დღეს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარშს გამართავს. აქცია-მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.
ქალები შეიკრიბებიან ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით სისტემას, რომელმაც პარლამენტში “ქალთა კვოტირება” გააუქმა, ლაზარე გრიგორიადისი დაატყვევა, მიიღო კანონი “ოფშორების შესახებ” და ცდილობს რუსული კანონისა და სიძულვილის კანონის დაკანონებას.
ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს რუსული კანონით ვერ დაადუმებთ, ჩვენი ხმა ყველა ქალის ხმას მოიცავს.
შევხვდებით რესპუბლიკის მოედანზე, ჩვენი ბრძოლა გრძელდება.
