დღიური შეხსენება: ნორმალური ქცევის გაიდეალიზება, მინიმალური ქცევის სტანდარტებს ადაბლებს.

ალბათ ხშირად გაგვიგია მსგავსი ფრაზები, რითაც ძირითადი მინიმუმი საგმირო საქმედ არის ქცეული. მსგავს დამოკიდებულებას ხშირად ზოგად ფონთან შედარება და არსებული გენდერული სტანდარტები იწვევს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული ქცევები ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან შვილების მოვლა და მათ მშობელთა კრებაზე სიარული მხოლოდ დედის მოვალეობა არ არის, საკუთარი სივრცის მოწესრიგება და საშინაო საქმეების გადანაწილება ყველასთვის აუცილებელია, ხოლო ადამიანი, რომელიც არავისზე ძალადობს ნორმალური ადამიანია და არა გმირი.