ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.

საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენს, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა – 46.1 მილიონ ევროა.

ხელისუფლება აქტიური პროპაგანდისტული ნარატავით ცდილობს, საზოგადოებას დააჯეროს, რომ სამოქალაქო სექტორში დონორების მიერ გაცემული თანხა გაუმჭირვალეა, მაშინ როდესაც თავად სამინისტროების და სახლემწიფო ინსტიტუტების თანხები ხშირად კორუფციული მიზნებით იფლანგება.

როგორ ხარჯავს მმართველი გუნდი ევროკავშირის ასეულობით მილიონი ევროს დაფინანსებებს⁉️