ენი ლეიბოვიცი #Femwiki

ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი პორტრეტისტია, რომლის ობიექტივშიც ცნობილი ადამიანები თითქმის ყველა სფეროდან მოხვედრილან. ენი ლეიბოვიცი საკუთარი არაორდინალური ხედვითა და სითამამაით ვარსკვლავებს უჩვეულო სიტუაციებში, სრულიად განსხვავებული რაკურსით გვიჩვენებს.

წარმატებულ ფოტოგრაფს, უმუშავია ისეთი გამოცემებისთვის როგორიც არის “როლინგ სტოუნი” და “ვენითი ფეარი”.
ავტორია არაერთი ლეგენდაული ფოტოსი – ორსული დემი მური, ვუპი გოლდბერგი რძის აბაზანაში, ჯონ ლენონი და იოკო ონო. ეს უკანასკნელი კი იმით არის გამორჩეული, რომ ის ჯონ ლენონის მკველობამდე 5 საათით ადრეა გადაღებული

მისი ნამუშევრებიდან ასევე გამორჩეულია დედოფალ ელისაბედ II-ის პორტრეტების სერია, რომლის გადაღების დროსაც, ფოტოგრაფმა, დედოფალს გვირგვინის მოხსნა სთხოვა. ენი იყო პირველი ამერიკელი, რომელმაც ხუთ წლიანი ლოდინის შემდეგ მონარქის პორტრეტების შექმნა.

⭐️ კონგრესის ბიბლიოთეკამ ენი ცოცხალ ლეგენდად დაასახელა და ის პირველი ქალი ფოტოგრაფია, რომელმაც ვაშინგტონის ეროვნული პორტრეტების გალერეაში მხატვრული გამოფენა გამართა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation