
ეს ამელია ერჰარტია, პირველი პილოტი ქალი. #FemWiki
✈️ მან მსოფლიოს ისტორიაში პირველად, სრულიად მარტომ 1932 წელს იფრინა.
ამელია სათავგადასავლო ჟანრის წიგნებს წერდა, პარალელურად კი აქტიურად ეწეოდა პროპაგანდას პოლიტიკასა და მეცნიერებაში ქალთა როლის გასაზრდელად. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ქალები, კაცების მსგავსად, უნდა შევეჭიდოთ შეუძლებელს და ყოველი წარუმატებლობა ახალ გამოწვევად და მიზნად ვაქციოთ.
საბოლოოდ, ამელია 40 წლის ასაკში გაუჩინარდა, ამასთან დაკავშირებით კი დღემდე დადის ხმები და მითები ამერიკაში. არადა, ვინ იცის, იქნებ სწორედ რომ შეუძლებელს შეეჭიდა და სულ სხვა მიზნებისკენ დაიწყო ფრენა…
