ვიქტორია როშინა ერთადერთი რეპორტიორი იყო, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობდა. ჟურნალისტი, 2023 წლის აგვისტოში დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეში ჩავიდა, რათა გამოეძიებინა და გაეშუქებინა რუსული ძალების მიერ უკრაინელების უკანონო დაკავებისა და წამების შემთხვევები.

27 წლის უკრაინელი ჟურნალისტი, რუსეთის მიერ 14 თვიანი ტყვეობის შედეგად, მოსკოვიდან ტაგანგროგის მიმართულებით ეტაპირების დროს გარდაიცვალა.

ჟურნალისტს სხეულიდან შიდა ორგანოები ამოცლილი ჰქონდა, რაც მიზნად ისახავდა ჟურნალისტის სიკვდილის მიზეზის დამალვას, რათა რუსეთს კიდევ ერთი ომის დანაშაული დაემალა.

უკრაინის პროკურატურამ როშინას საქმეს ომის დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა.

დღემდე, 16 000 მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის მიერ მძევლად არის აყვანილი.
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/2041055446417852/