ზუგდიდის ელფები – აქტივისტი ქალები სხვების დასახმარებლად.
ზუგდიდში, გოგოების მიერ დაწყებული აქცია „ზამთრის მარაგი“ მთლიანად გაჭირვებულ და დაუცველ ოჯახებზეა ორიენტირებული, რომლებისთვისაც საარსებო მინიმუმის შოვნაც კი რთულია და თავების შენახვა ზამთრის პირობებში ძალიან უჭირთ #femfact

სწორედ ასეთი ოჯახებს „ელფებად“ მოევლინნენ აქტივისტი გოგონები, რომლებიც ოჯახებს საჭირო ნივთებით, სათამაშოებით, თბილი ტანსაცმლითა თუ გადასახადების დაფარვით ეხმარებიან. იმის გამო, რომ უამრავ პატარასა თუ ზრდასრულ ადამიანს ოცნებას უსრულებენ, მათ „ელფები“ შეარქვეს. მაგალითად, ზუგდიდში, სოფელ ჭკადუაშში მცხოვრებ ოჯახს, რომელიც პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩა, გოგონები ჩიჩილაკების გაყიდვაში დაეხმარნენ, რის შემდეგაც ოჯახმა შედარებით ამოისუნთქა.

✨ შეგროვებულ ნივთებს გოგონები თვითონ ფუთავენ და მძიმე ტვირთს თვითონვე ეზიდებიან. აქციაში უკვე ბევრი ადამიანი ჩაერთო, ზოგი მძღოლი მათ ფუთების გადაადგილებაში უფასოდ ეხმარება. კეთილ საქმეში ყველა ისე მონაწილეობს, როგორც შეუძლია, იქნება ეს მცირედი თანხის გაღება, ერთი ქილა მურაბა თუ ტანსაცმელი.
ზუგდიდის ელფები იყვნენ ზუგდიდის თითქმის ყველა უბანში და სოფელში. უკვე დაეხმარნენ 43 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს