თუ აქციაზე გეგმავთ წასვლას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული უსაფრთხოების წესები:

1. შეიკარით თმები მჭიდროდ, რომ ხელი არ ჩაგავლონ მარტივად გაშლილ თმებში;

2. სახეზე არაფერი წაისვათ, რადგან ნებისმიერი საშუალება ქიმიურ ნივთიერებებთან მარტივად შედის რეაქციაში;

3. ნურაფერს შემოიხვევთ ყელზე (შარფი, ყელსაბამი და სხვ.);

4. არ ჩაიცვათ კაბა. ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი, რომ მარტივად შეძლოთ სწრაფად გაქცევა;

5. ჰიგიენური საშუალებებიდან უპირატესობას ნუ მიანიჭებთ ტამპონს. (დაკავების შემთხვევაში, შესაძლოა გამოცვლა გაგიჭირდეთ და ტოქსიკური შოკის ალბათობა იზრდება);

6. გქონდეთ მოსახერხებელი ჩანთა, რომელიც აუცილებლად შეკრული იქნება;

7. წამოიღეთ „საწოვარიანი თავით“ წყალი, რომ საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეისხათ თვალებში;

8. ლინზები არ გაიკეთოთ!(ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემთხვევაში, მაშინვე დაგჭირდებათ მოხსნა);

9. მაქსიმალურად მომდგარი ტანსაცმელი ჩაიცვით და გრძელმკლავიანი, რომ შეზღუდოთ ქიმიური ნივთიერების მოქმედება კანზე;

10. იქონიეთ პირბადე;

11. ქიმიური ნივთიერება აუცილებლად მხოლოდ წყლით ჩამოიბანეთ (!);

12. დატენეთ ტელეფონი და ქეშად იქონიეთ თანხა;

13. მოგერიებისას გასაღები ცერა და საჩვენებელ თითებს შორის გქონდეთ, გარშემო მთლიანად შეკრული მუშტით.

14. გადმოწერეთ აპლიკაცია 112 Georgia, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ SOS ღილაკის გამოყენება;

15. თან იქონიეთ წყალი;