
თუ ოდესმე გამხდარხართ სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების მსხვერპლი და გსურთ, თქვენი ხმა და ისტორია საზოგადოებას მიაწვდინოთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი ისტორიები, რომლებიც ანონიმურად განთავსდება GrlzWave-ის გვერდზე.
მოგვიყევით და გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიები ამ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc5TV6B9DlSt2VweXntueA_2riywZlKYSBYuGfSiciEW6_JpQ/viewform?usp=sf_link
დუმილის დარღვევა და საჯაროდ მსგავს თემებზე საუბარი გვეხმარება კარგად გავიაზროთ, რომ ჩვენ გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც უწევდათ ან ახლაც უწევთ რაიმე ფორმით სექსუალური ძალადობისა თუ შევიწროვების ატანა.
მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს და დავრწმუნდეთ, რომ ისინი საჭირო მხარდაჭერას იღებენ.
ილუსტრაციის ავტორი: Alejandra Hernandez
