
იანვარი საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა
იანვრის თვის კამპანიის მიზანია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენა, რეგულარული თვითშემოწმება და სკრინინგული კვლევების საჭიროებისამებრ ჩატარება.
რა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საუკეთესო გზა?
✔️რეგულარული სკრინინ ტესტების (მაგ: პაპ-ტესტი) ჩატარება და შემდგომი მეთვალყურეობა;
✔️HPV-ს (ადამიანის პაპილომა ვირუსი) საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში. დღევანდელი მონაცემებით, ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი. შემთხვევათა 40%-ზე მეტის დიაგნოსტირება დაგვიანებულ სტადიაზე ხდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 26 წლამდე ქალებისთვის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სრულად უფასოა. რაც შეეხება სკრინინგს, ეროვნული პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისათვის.
