
ივნისი აკნეს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა
აკნე კანის ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა ასაკში ადამიანთა უმრავლესობას აწუხებს, თუმცა ყველაზე ხშირად მოზარდებსა და ახალგაზრდებშია გავრცელებული.
აკნე ვლინდება სხვადასხვა ტიპის გამონაყრის სახით: შავი და თეთრი წერტილები, მუწუკები ან ცისტები.
1️⃣ რატომ ან როგორ ჩნდება აკნე?
აკნეს გაჩენის ზუსტი მიზეზი არავინ იცის. სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად ამის მიზეზი სხვადასხვა გენეტიკური ფაქტორია. როგორც დერმატოლოგები ამბობენ, აკნეს მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის მატება, რაც ძირითადად სქესობრივი მომწიფების ასაკში ვლინდება. ზოგიერთ ადამიანს კი აკნე ფეხმძიმობის დროს უჩნდება.
არსებობს გვიანი პერიოდის აკნეც, რომელიც 30-35 წლის ასაკში ჩნდება. მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების ანთებაა. ამ დროს ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების ცხიმის ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა.
2️⃣ როგორ ვუმკურნალოთ აკნეს?
აკნეს დროს, მდგომარეობა რთულდება, როცა მკურნალობას სახლში, თვითნებური რეცეპტებით იწყებენ. არასწორად შერჩეულმა კრემმა შეიძლება უფრო დაახშოს ფორები, ვეღარ მოხდეს იქ ჟანგბადის ცვლა და შესაბამისად დაგროვდეს მეტი ცხიმი. შესაძლოა ამას დაერთოს ბაქტერიული მიკროფლორა და წავიდეს ანთებითი პროცესი, ამიტომ მნიშვნელოვანია დროული მკურნალობა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.
3️⃣ რა უნდა გავითვალისწინოთ აკნეს მკურნალობის დროს?
აკნეს მკურნალობა ხშირად ხანგძლივი პროცესია, რომელიც დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას მოითხოვს. შეიძლება სასურველი შედეგი ძალიან მალე არ დადგეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ. საჭიროა დერმატოლოგთან რეგულარული ვიზიტი, ასევე შეიძლება დაგჭირდეთ გინეკოლოგიური გამოკვლევაც.
☀️ ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია დღის განმავლობაში მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება.
არ შეეხოთ და არ დაიზიანოთ ხელით პრობლემური ადგილები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები და ნაწიბურები.
