
იზოლაციის გამოცხადების შემდეგ, მსოფლიოს გარშემო, ოჯახურმა ძალადობის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა.
კორონა ვირუსთან ბრძოლის მიზნით ადამიანები სახლში რჩებიან, რაც მსხვერპლთათვის მოძალადე პარტნიორების თავდასხმის რისკს ზრდის.
საფრანგეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობები აქტიურად ცდილობენ ებრძოლონ ამ პრობლემას და დაიცვან ქალები მოძალადეებისგან. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იუწყება, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დახმარება მაშინ, როცა აფთიაქში პარტნიორის გარეშე წავლენ. მათ ასევე შემოიღეს ახალი კოდური სისტემა იმ ქალებისათვის, რომლებიც მოძალადის თანხლებით გავლენ გარეთ. კოდური სიტყვა არის “მასკ 19”, ეს ნიშანი იქნება ფარმაცევტისთვის, ბანკის ოპერატორისა და სხვა მუშაკებისთვის, რომ დაუკავშირდნენ სპეციალურ სამსახურს და დაეხმარონ მსხვერპლს.
ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები უერთდებიან ამ ინიციატივას და სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
ჩინეთში, სადაც პირველად გავრცელდა ვირუსი, ოჯახური ძალადობის შემთხვევები თითქმის გასამმაგდა კარანტინის პერიოდში. პოპულარული გახდა ჰეშთეგიც #ანტიოჯახურიძალადობაეპიდემიისდროს (#AntiDomesticViolenceDuringEpidemic)
Illustration: PONOMARIOVA_MARIA VIA GETTY IMAGES
