ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ️

ჯეინი ლონდონში დაიბადა. მამა მეორე მსოფლიო ომის საზღვაო ძალების ვეტერანი იყო, რომელსაც შესანიშნავი სტილი და კიდევ უფრო უკეთესი გემოვნება ჰქონდა სათვალეებში, დედა კი მსახიობი იყო. ჯეინი სწორედ მის ნაბიჯებს გაჰყვა და სამსახიობო კარიერა 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო. #femwiki

ყველა ფილმი, სადაც ჯეინი მონაწილეობს, დღეს კინემატოგრაფიის კლასიკად ითვლება. 1969 წელს, ფილმში “La Piscine” მან რომი შნაიდერსა და ალენ დელონთან ერთად ითამაშა. იმავე წელს კი, ფილმ “Slogan”-ის გადასაღებ მოედანზე ცხოვრების მთავარ სიყვარულს, სერჟ გენსბურგს შეხვდა, რომელთანაც 13 წელი გაატარა.

ჯეინი სტილის ხატად ჩამოყალიბდა და მე-20 საუკუნის 60-იანი და 70-იანი წლების სტილი განსაზღვრა. გამბედავი და პროვოკაციული, თუმცა ელეგანტური – ასე ახასიათებდნენ მას დიზაინერები, რომლებთათვისაც ჯეინი მუზა იყო.

“და ვის უნდა მარტივი ცხოვრება? ეს ხომ უბრალოდ ძალიან მოსაწყენია.” – ჯეინს მარტივი ცხოვრებით არ უცხოვრია, თუმცა შეძლო, საკუთარი სილამაზითა და უბრალოებით შეექმნა სამყარო, რომელიც დღემდე განსაკუთრებულია.