
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) ქვეყნის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სარინა ვიგმანს ინგლისის მამაკაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატად განიხილავს.
#femfact
როგორც FA-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სარინა თავის პოსტს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ქალთა ნაკრები ვიგმანის ხელმძღვანელობით 2022 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე კი ფინალში გავიდა, სადაც 20 აგვისტოს ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.
სარინა ვიგმანი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ორ გუნდთან ერთად გაიმარჯვა. 2017 წელს ვიგმანმა ჩემპიონობა ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იზეიმა.
