“მოვალ, დაგინთებ ალებს, მოგელანდები…
ცრემლით აგვისებს თვალებს ჩუმი დარდები
წავალ მერე და იქ გულთან მომკლავს იარა
რომ სხვისი იყავ მუდამ, ჩემი კი არა.”
ინოლა გურგულიას სიმღერები თვისობრივად ახალ მიმდინარეობას წარმოადგენდა ქართულ ხელოვნებაში. მისი კომპოზიციები ნაზავი იყო ქართული ხალხურისა და ქალაქური ჟღერადობის. ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გახდა ცნობილი. ინოლამ გიული დარახველიძესა და მედეა სიხარულიძესთან ერთად დააარსა ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო „სამაია“, რომელიც ასრულებდა გურგულიას მიერ (ხშირად თავისსავე ლექსზე) დაწერილ სიმღერებს.
არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ექსპერიმენტის ავტორის სიმღერები დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გარდა სასცენო მოღვაწეობისა, ინოლა გურგულიამ რამდენიმე სიმღერა ქართულ კინოფილმებშიც შეასრულა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation

