ირანის პოლიციამ 16 წლის მომიტინგის, ნიქა შაკარამის ცხედარი გაიტაცა და მალულად დამარხა.

BBC-ის ინფორმაციით, ოჯახი ნიქა შაკარამის დაკრძალვას ორშაბათისთვის გეგმავდა, თუმცა პოლიციამ ცხედარი გაიტაცა და 40 კმ-ის დაშორებით, ერთ-ერთ სოფელში დამარხა.

20 სექტემბრის შემდეგ, რაც თეირანში გამართულ საპროტესტო აქციაზე გავიდა, ის არავის უნახავს. 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ, საბოლოოდ, ოჯახმა ნიქა თეირანში, დაკავების ცენტრთან არსებულ მორგში იპოვა.

შეგახსენებთ, ირანის ქალაქებსა და დასახლებებში საპროტესტო გამოსვლები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ის ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავეს.

წყარო: BBC