ირანული მედია მორალის პოლიციის მიერ ნაცემი 16 წლის გოგოს ფაქტობრივ სიკვდილს ადასტურებს.

16 წლის არმიტა გარავანდი კომაში იყო მას შემდეგ, რაც ის “მორალის პოლიციის“ ოფიცრებმა ცემეს საჯარო სივრცეში ჰიჯაბის გარეშე ყოფნის გამო. 1-ელ ოქტომბერს თეირანის მეტროს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, როგორ გამოჰყავდათ მგზავრებს უგონო მდგომარეობაში მყოფი არმიტა ვაგონიდან.

ირანის სახელმწიფო ორგანოებმა, რა თქმა უნდა, უარყვეს, რომ გარავანდი ოფიცრებთან დაპირისპირების შედეგად დაშავდა. სახელმწიფო მედია მაშინ გადმოსცემდა, რომ თინეიჯერს მეტროში გული წაუვიდა და სწორედ ეს მომენტი იყო აღბეჭდილი სათვალთვალო კამერებზე.