‍ ისე როგორც არასდროს, წელს შენს ხმას გადამწყვეტი ძალა აქვს. წელს შენ ირჩევ საქართველოს უკეთესს, თავისუფალ, ევროპულ მომავალს.

თუ გინდა, რომ შენი და მოქალაქეების ხმა დაიცვა და არ მისცე ხელისუფლებას ნება, წაგართვას შენი არჩევანი, მომავალი – გახდი დამკვირვებელი. დამკვირვებლობა ყველას შეუძლია, ვისაც ეს სურს და მიაჩნია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ყველა ხმა დასაცავია.

და რა უნდა გავაკეთო ამისათვის?

შეგიძლია მოხალისედ დარეგისტრირდე კოალიცია “ჩემი ხმა”, ორგანიზაცია “სირცხვილია” და აქტვისტების გაერთიანება “დაიტოვე”გამოცხადებულ სადამკვირვებლო ბმულებზე. რეგისტრაცია მარტივია – საჭიროა მხოლოდ ფორმის შევსება. თუ არასდროს ყოფილხარ დამკვირვებელი, ესეც არაა პრობლემა, ფორმის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებიან და შეგეძლება გაიარო ტრეინინგი.

მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი უბანი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ და არ იყოთ პასიურ როლში. დამკვირვებლობა არის მნიშვნელოვანი გარანტი არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის.

შევხვდებით არჩევნებზე! ‍♀️

*დამკვირვებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, 18 წელს მიღწეული, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი და არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს. რეგიონებში კიდევ უფრო მეტად საჭიროა დამკვირვებელი. მსურველებმა უნდა შეავსოთ კითხვარი, იქ მიუთითებთ, სად მუშაობთ ამჟამად. არის გარკვეული სამუშაო ადგილები, მაგალითად, სამართალდამცავი უწყებები, პროკურატურა და ა.შ., სადაც დასაქმებულს არ აქვს დამკვირვებლად მუშაობის უფლება.

გახდი დამკვირვებელი და დარეგისტირდი კოალიცია “ჩემი ხმა”, ორგანიზაცია “სირცხვილიას”-ს, აქტივისტების გაერთიანება “დაიტოვე” სარეგისტრაციო ბმულებზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfA4u-_Z1Mo6hYGZvd8jCAmJFWoDLoN0KlXj9AM6GuSaGQVJw/viewform

https://archevnebi.com/daakvirdi-archevnebs/?fbclid=IwY2xjawF-8mJleHRuA2FlbQIxMAABHbdRV75UkwRS__Xsi_-wCe_rBzalDJmMwRzN11t5fjqjlJxaHLhEjDGkDg_aem_37Sa6h13gf886TpP2XMu1g

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdMXvHHOeL9973XscKd2L_oGTuG-MsYBH3HY52MvwciGYk80Q/viewform