იტალიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახალშობილს ორივე მშობლის გვარი მიენიჭება. არსებული გადაწყვეტილების განხორციელებას ახალი კანონმდებლობა სჭირდება, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

სასამართლოს თქმით, ახალშობილისთვის ავტომატურად მამის გვარის მინიჭების პრაქტიკა დისკრიმინაციულია და აზიანებს ბავშვის იდენტობას, ამიტომ შვილისთვის ორივე მშობელს უნდა შეეძლოს გვარის შერჩევა.

თუ მშობლები ერთ გვარზე თავად შეთანხმებიან, მაშინ ბავშვისთვის ორივე გვარის მინიჭება აღარ გახდება საჭირო.

რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე?