იყენებ WiFi-ს, GPS-ს ან Bluetooth-ს?
მაშ, იცოდე, რომ ამ სიკეთეებით სარგებლობა ჰედი ლამარის დამსახურებით გახდა შესაძლებელი. #FemWiki

ჰედი ლამარი თავდაპირველად ნიჭიერი მსახიობის სახელით გახდა ცნობილი. მან ითამაშა ფილმებში: “თეთრი კარგო”, “ზიგფილდის გოგონა”, “ბუმის ქალაქი” და ა.შ.

⭐️ მოგვიანებით ჰედი ლამარმა ყურადღება მიიქცია როგორც გამომგონებელმა. კომპოზიტორ ჯორჯ ანთეილთან ერთად მან შექმნა საიდუმლო კომუნიკაციების სისტემა, რაც სიხშირის აჩქარების იდეას გულისხმობდა და რომელიც თანამედროვე განფენილობის სპექტრის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საფუძველს წარმოადგენს – ისეთების, როგორიცაა: COFDM(გამოიყენება WiFi-ს ქსელურ კავშირებში) და CDMA(გამოიყენება ზოგიერთ უკაბელო ტელეფონში).

ლამარს სურდა, გამომგონებელთა ნაციონალური საკონსულოს წევრი გამხდარიყო, რაზეც უარი მიიღო.

საინტერესოა, რომ 2003 წელს ბოინგმა გააკეთა რეკლამების სერია, რომელშიც ჰედი წარმოჩენილი იყო როგორც მეცნიერი ქალი, მის კინოკარიერასთან დაკავშირებით კი არაფერი იყო ნათქვამი.