კაცების სხეული, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის, განსხვავებულია და ეს ნორმალურია.

ხშირად, როცა ე.წ. Body Positivity-ზე (სხეულის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებასა და აღქმაზე) ვსაუბრობთ, მოვიხსენიებთ ხოლმე ქალებს და მოვუწოდებთ მათ, უყვარდეთ საკუთარი სხეული ისეთი, როგორებიც არიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებაში დამყარებულია სტერეოტიპები, როგორ უნდა გამოიყურებოდეს, მაგალითად, “იდეალური მამაკაცი”.

არ არსებობს არანაირი სილამაზის სტანდარტი, ყველა ადამიანი განურჩევლად სქესისა არის ინდივიდუალური, შესაბამისად ფორმებიც განსხვავდება.