მარტში, სომალილენდში მარათონი ჩატარდა, რომელშიც ქალებმაც მიიღეს მონაწილეობა. #FemFacts

‍♀️ “10 კილომეტრიანი შეჯიბრი სირბილში ახალგაზრდა გოგონებისთვის შეხსენებაა იმისა, რომ მათი სქესი წარმატების მიღწევისათვის ხელის შემშლელი რამ არაა.”

სომალილენდის ტრადიციულ, კონსერვატულ საზოგადოებაში, რომელშიც ქალთა უფლებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა მნიშვნელოვნადაა შეზღუდული, უკანასკნელ წლებში დადებითი ცვლილებები შეინიშნება.

დედაქალაქ ჰარგეისაში გამართულ სპორტულ მარათონში, 10 კილომეტრის მანძილზე სირბილის შეჯიბრში, 2018 წელს მხოლოდ 13 ქალი იღებდა მონაწილეობას, წელს კი – 55.

ამასთან ერთად, იხსნება დაწესებულებები, სადაც ქალებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ კალათბურთი, იოგა, ცურვა, ფიტნესი. ერთ-ერთი ცენტრის დამფუძნებელი იხსენებს, რომ ცენტრის გახსნას საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად შეხვდა. ისინი სვამდნენ კითხვებს: “რისთვის სჭირდება ქალს ვარჯიში?” “რატომ უნდა ირბინო, კაცი ხარ?”

წინა წლის შეჯიბრში გამარჯვებული ქალი ამბობს, რომ როცა დარბის, თავს ძლიერად და თავისუფლად გრძნობს. სხვა მონაწილეები კი აპირებენ, რომ ირბინონ და თანაც ისე, რომ არა მხოლოდ ქალი მეტოქეები, კაცებიც დაამარცხონ.