მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია #FemFacts

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თავდაპირველად მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო გაკეთებული. იმ პერიოდში, როდესაც სტილეტო და პლატფორმები ხშირად ასოცირდება ქალის სტილთან და ქალის სექსუალობასთან, ეს ფაქტი შეიძლება გასაკვირი იყოს – მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. სინამდვილეში, ათწლეულების განმავლობაში მაღალ ქუსლებიან ფეხსაცმელს ხმარობდნენ ჯარისკაცები, არისტოკრატები და სამეფო ოჯახის წევრები.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია XV საუკუნის სპარსეთში იწყება, როდესაც ჯარისკაცები ფეხის უზანგზე გასამყარებლად იცმევდნენ. სპარსელმა მიგრანტებმა ფეხსაცმლის ტენდენცია შემოიტანეს ევროპაში, სადაც არისტოკრატი მამაკაცები ატარებდნენ მათ, რომ უფრო მაღლები გამოჩენილიყვნენ.

1673 წელს მეფე ლუი XIV-მ საფრანგეთის სასამრთლოს წითელი ფეხსაცმელი და წითელი ძირები წარუდგინა, რომელის ტარების უფლება შემდეგ მხოლოდ სამეფო ოჯახს და მათ წრეს მისცა. მოგვიანებით ეს პრაქტიკა ევროპაშიც გავრცელდა და ფერთა კოდირებას – უპირატესობისა და პრივილეგიის იდენტიფიცირებისთვის იყენებდნენ.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation