
მე-19 საუკუნეში მკვლევარების ნაწილი ამბობდა, რომ გარდაცვლილი ადამიანის სქესის დადგენა გარდაცვლილის თავის ტვინის მეშვეობით შეეძლოთ, თუმცა უკანასკნელი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებით მტკიცდება, რომ არავითარი “კაცის ტვინი” და “ქალის ტვინი” არ არსებობს. #FemFacts
მართალია, ზოგიერთმა კვლევამ ქალისა და მამაკაცის ტვინს შორის გარკვეული სტრუქტურული განსხვავებები გამოავლინა, მაგალითად ის, რომ მარცხენა ჰიპოკამპუსი(მეხსიერებასთან დაკავშირებული უბანი) და ამიგდალა(ემოციებთან დაკავშირებული უბანი) საშუალოდ, მამაკაცებს უფრო დიდი აქვთ, თუმცა ასეთი განსხვავებები, გონებრივი შესაძლებლობების თვალსაზრისით, მნიშვნელობის მატარებელი არ არის. ზოგადად, ადამიანთა ტვინები არ არიან ერთმანეთის იდენტური, თუმცა არ არსებობს არანაირი მეცნიერული საფუძველი იმისა, რომ ქალისა და კაცის ტვინზე, როგორც ტვინის განსხვავებულ ტიპებზე, ისე ვისაუბროთ.
არ არსებობს არც ქალური და მამაკაცური ბუნება. ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ე.წ. “ქალური თვისებები” ან “მამაკაცური თვისებები” აქვს. ის, რომ თითქოს ბიჭები უფრო მიდრეკილი არიან ვიდეო თამაშებისკენ, ხოლო გოგონები დღიურების წერისკენ, არა ბიოლოგიური განსხვავებების, არამედ საზოგადოებრივი მოლოდინებისა და სტერეოტიპების გავლენის შედეგია.
ბიჭებს მათემატიკა ან მეცნიერება გოგონებზე უკეთ არ გამოსდით, და პირიქით. ასეთი დებულებები ემპირიულ სინამდვილეს მოკლებულია. სამაგიეროდ, დადასტურებულია, რომ არსებობს სტერეოტიპის საფრთხის(Stereotype Threat) ფენომენი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ, მაგალითად, მათემატიკის ტესტის შესახებ გოგონებს ეტყვით, რომ ტექსტი ბიჭებისთვისაა განკუთვნილი, გოგონებმა შესაძლოა უფრო დაბალი ქულები მიიღონ, ვიდრე მიიღებდნენ მაშინ, ეს რომ არ სცოდნოდათ.
საშუალოდ, ნებისმიერი თემატიკის ტესტში, გამოცდასა თუ ზოგადად, დაუფლებულ საქმიანობაში ქალები და მამაკაცები ერთნაირი შედეგების მქონენი, თანაბრად წარმატებული არიან, ხოლო თუ მათ მიერ გამოვლენილ შესაძლებლობებში განსხვავებები იკვეთება, ამის მიზეზი კულტურით განპირობებული სტერეოტიპებია ხოლმე და არა სქესი.
პროექტის მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
Illustration by novoseletska
