„ცხოვრება მხოლოდ ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე განცდილი ბედნიერება არაა. ეს არის მუდმივი ბრძოლა თვითდამკვიდრებისა და გადარჩენისათვის, სადაც ბევრი რამეს მხოლოდ და მხოლოდ შენ წყვეტ“
მზია ჯუღელი იყო პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, სსრკ რვაგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებებში მოპოვებული აქვს 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი.1952 წლიდან იყო სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ტანმოვარჯიშე ქალთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი.
2005 წელს, მზიას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მას ქალთა სპორტში გაწეული წვლილისთვის დიპლომი გადასცა.
ტანმოვარჯიშის კარიერის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს და სსრკ ტანმოვარჯიშეთა ნაკრებს, 1991-2005 წლებში იყო საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, 2005 წლიდან კი საპატიო პრეზიდენტი.

