მოდით ყველამ 2021-ის მიზნებს და საქმეებს ერთი საქმე მივამატოთ, რომელიც სულ რამდენიმე საათს წაგვართმევს – დავგეგმოთ ექიმთან საკონტროლო ვიზიტი და ჩავიტაროთ კვლევები ყოველგვარი ჩივილის გარეშე.

ონკოლოგიური დაავადებების წარმატებული მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ადრეულ დიაგნოსტიკას ენიჭება. დაავადების დროულად აღმოჩენა მისი განვითარების რისკებს მინიმუმანდე ამცირებს.

ახალგაზრდებში ონკოლოგიური დაავადებები საკმაოდ მწვავე პრობლემაა, რადგან ახალგაზრდა ორგანიზმში სიმსივნური უჯრედი შედარებით სწრაფად პროგრესირებს და დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში დრო თითქმის აღარ რჩება