
მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” ერთ წელიწადზე მეტია იბრძვის, რათა კანიონის ბუნება შეუქცევადი ზიანისგან დაიცვას და მდინარე დაუბრუნდეს ხალხს.
ამ დროის განმავლობაში კომპანია ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირებითა და მოძრაობის წევრების დაჭერით ცდილობს პროტესტის შეჩერებას.
11 ივნისს, კომპანიის თანამშრომელი, ძმასთან ერთად, სანადირო თოფითა და დანებით დაესხა თავს მოძრაობის წევრებს. თავდამსხმელს სასამართლოში კომპანიის ადვოკატები იცავენ.
პარალელურად, ინდიკო ბჟალავა ამ დრომდე რჩება უსამართლო პატიმრობაში, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას ბრალის დამადასტურებელი არც ერთი ობიექტური გარემოება არ წარუდგენია.
ამ ვიდეოში სწორედ ამ ინციდენტებზე გიამბობთ.
მალე კი, სრულ დოკუმენტურ ფილმს გიჩვენებთ “ბალდის კანიონისა” და იქ მიმდინარე პროტესტის შესახებ
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/1052582336212250/
