მსოფლიოს ირგვლივ ბევრ ქვეყანაში ქალებს თანასწორი უფლებები და შესაძლებლობები არ აქვთ. #FemFacts

თუ საუდის არაბეთში ქალი ქორწინების გარეშე დაორსულდა, ხშირად მას საზოგადოება დევნის, პოლიცია კი აპატიმრებს. დასჯის შიშით, მარტოხელა დედები ხშირად ქუჩაში ტოვებენ ახალშობილებს.

შუა აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში აბორტი არალეგალურია თუ ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ქორწინების გარეშე კი, სქესობრივი კავშირი კრიმინალიზებულია. არის შემთხვევები როდესაც კონსერვატორი ოჯახები კლავენ გოგოს თუ ის გააუპატიურეს.

მეურვეობის სისტემის თანახმად, ქალები არიან საზოგადოების არასრულფასოვანი წევრები და არ შეუძლიათ დაქორწინდნენ, განქორწინდნენ, იმოგზაურონ, სამსახური მიიღონ, გათავისუფლდნენ ციხიდან, ან გაიკეთონ ოპერაცია, მათი კაცი მეურვის ნებართვის გარეშე. სისტემა თითქმის შეუძლებელს ხდის ოჯახური ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლის დაცვას და სამართლიანობის აღდგენას. ხშირად პოლიცია ითხოვს მეურვის დასტურს იმისთვის, რომ ქალმა შეძლოს საჩივრის შეტანა, თუნდაც ეს საჩივარი მეურვის წინააღმდეგ იყოს.