ნინო ხარატიშვილის ახალი რომანის “The Lack of Light” საავტორო უფლება, წიგნის გამოცემამდე, უკვე შეიძინა ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა“.

“ახალი რომანის საავტორო უფლება აშშ-ს გარდა, ჯამში უკვე ცხრა ქვეყანამ შეიძინა და მათ შორისაა ცხადია საქართველოც და გამომცემლობა „ინტელექტი“! წიგნის გამოცემამდე ვიწყებთ თარგმანზე მუშაობას, წიგნის მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე იქნება! მოემზადეთ ნინოსთან ერთად ახალი საოცარი თავგადასავლისთვის!” – წერს Facebook გვერდზე გვანცა ჯობავა.